პირადი დაცვა
ჩვენ, „ლეგიონ სექიურითის“ ხელმძღვანელობა, ვაცნობიერებთ, თუ რამდენად რთულია, დაიქირავო პირადი მცველი, რომელსაც შეგიძლია ენდო და რთულ სიტუაციებშიც კი დაეყრდნო. ამიტომაც პირადი მცველების გუნდი დავაკომპლექტეთ სახელმწიფო პირველი პირების დაცვის ყოფილი მცველების კონტინგენტიდან, რომლებსაც სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი საქართველოს, ამერიკის და ევროპის კვალიფიციური ინსტრუქტორების ზედამხედველობით. ისინი ფლობენ პირადი მცველის გადამზადების წარმატებით დასრულების სერტიფიკატს.
ჩვენ პროფესიონალიზმი გვესმის როგორც დასაცავი პირისთვის მინიმალური და პროპორციული შეზღუდვის პირობებში მაქსიმალური დაცულობის და კომფორტის შექმნა.